რეზონანსი
08.03.2017

 ევროპაში უვიზო მიმოსვლის რეგულაციის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში ნათქვამია,რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში, ამ ქვეყნების უკეთ გაცნობას და კონტაქტების დამყარებას. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის" , - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია.

„ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი პარტნიორი ქვეყნის ძალისხმევას შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს. ყოველივე ეს საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად" , - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×