უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. პაველ კლიმკინისა და რექს ტილერსონის შეხვედრის შემდეგ მხარეების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ აპირებს.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება",- ამის შესახებ პაველ კლიმკინის განცხადებას, უკრაინის საგარეო უწყების ვებგვერდი ავრცელებს.
შეხვედრაზე კლიმკინმა ტილერსონს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომ ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიაში დახმარებას უწევს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში მანამდე დარჩება, სანამ მინსკის ხელშეკრულებები სრულად არ შესრულდება და ყირიმის დეოკუპაცია არ მოხდება.
„ ტილერსონმა დამარწმუნა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში. უკრაინა ამერიკისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია და მხარს უჭერს ჩვენს რეფორმებს" , - განაცხადა პაველ კლიმკინმა.