რეზონანსი
09.03.2017

 უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შეკრება უკვე დაიწყეს, თუმცა მათ კომენტარები მედიასთან არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, სხდომაზე ბრალდებული დაკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. სინოდის სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

სინოდის შეკრებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის მთავარი მტკიცებულებები გაასაჯაროვა და ფარული ჩანაწერების ნაწილი გამოაქვეყნა.

წმინდა სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში და ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავს. შარშან სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა. ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×