რეზონანსი
09.03.2017

 ე.წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივის შესახებ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე წარადგინეს მომდევნო 4 წლის ეროვნული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები. ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ე.წ. „ქურდული სამყაროსა" და ე.წ. „კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრატეგიამ გაითვალისწინა მთელი ის თანამედროვე გამოწვევები, რაც ორგანიზებული დანაშაულის კუთხით არის მსოფლიოში და ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი მიმართულება,"-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×