რეზონანსი
09.03.2017

 "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პრეზიდენტთან მიმართებაში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ კობახიძემ რამდენიმე დღის წინ სრულიად უპატივცემულო და არაკორექტული განცხადება გააკეთა პრეზიდენტთან დაკავშირებით.

" მიკვირს, როგორ უკვირს თავად კობახიძეს უპატივცემულობა, როცა რამდენიმე დღის წინ მან სრულიად უპატივცემულო და არაკორექტული განცხადება გააკეთა პრეზიდენტთან დაკავშირებით და პრინციპში აღიარა, რომ მთელი ცვლილებები, რასაც საკონსტიტუციო კომისია გეგმავს მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ მათ დიდი ხანია პრობლემა აქვთ პრეზიდენტ მარგველაშვილთან. ეს არ არის ახალი. როდესაც კოალიციაში პარტნიორები ვიყავით, მაშინაც არაერთხელ მომისმენია ამ ტიპის განცხადებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს ითანამშრომლოს პრეზიდენტთან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×