რეზონანსი
09.03.2017

 გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა მუქარა - აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი „რეალურ კომენტარს" არ საჭიროებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავაყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, რომ ძალიან ფართოდ უზრუნველვყოფდით დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს, დაემატა მუქარა - აკრძალვა საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს პრეზიდენტი, რომელიც თავად არის კონსტიტუციის გარანტი. ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×