რეზონანსი
09.03.2017

 მოკლული 8 წლის ნიკა გაბეჩავას ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, სამძებრო სამუშაოების არეალის გაფართოებას ითხოვენ. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ამ წუთებში მდინარე კეხურის მიმდებარედ, ცენტრალურ ხიდზე არიან შეკრებილნი და აქციას მართავენ.

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოკლული ბავშვის ოჯახი ასევე ითხოვს, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ მიიყვანონ, რათა მან ხელახლა მიუთითოს ადგილზე, სადაც მკვლელობა ჩაიდინა. ოჯახი ეჭვობს, რომ დაკავებულმა პოლიციას არასწორი ინფომრაცია მიუთითა, რასაც მის მიერ სამჯერ შეცვლილი ჩვენება მიუთითებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×