რეზონანსი
09.03.2017

 მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 18-მა წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით. 2014 წლის 18 სექტემბერს ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელეს. სასამართლომ მათი სამსახურში აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და გამგეობას მათთვის გათავისუფლების დღიდან გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურება დააკისრა.თანამშრომლების თქმით, მათ ანაზღაურება მიიღეს, თუმცა სამსახურში ისინი მხოლოდ 4 თვის დაგვიანებით დააბრუნეს და ყველას ატესტაციის გავლა მოსთხოვეს.

თანამშრომლებმა გამგეობას ატესტაციის თაობაზეც უჩივლეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მათ ეს საჩივარი არ დაუკმაყოფილა და დღეს ატესტაციის პირველი ეტაპი უნდა გაევლოთ.

პროტესტის ნიშნად, თანამშრომლებმა აქცია გამართეს, სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საატესტაციო კომისიის შეცვლა მოითხოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×