რეზონანსი
09.03.2017

 21 მოზარდი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა გვატემალას ერთ-ერთ თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მატრასს ცეცხლი წაუკიდა.

თავშესაფარში ძირითადად ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლი მოზარდები ცხოვრობენ.

„მოამბის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ თავშესაფარში ამბოხი იყო, რის შედეგადაც, თავშესაფრიდან 60-მდე ბავშვი გაიქცა. აღსაზრდელები თავშესაფარში არსებულ მძიმე პირობებსა და სექსუალურ ძალადობას აპროტესტებდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×