რეზონანსი
09.03.2017

 მოსკოვში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზიგმარ გაბრიელი იმყოფება. გაბრიელმა უკვე გამართა მოლაპარაკებები თავის რუს კოლეგასთან. მინისტრებმა უკრაინისა და სირიის საკითხებთან ერთად ევროპის უსაფრთხოების თემაც განიხილეს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, სამხედრო - პოლიტიკურმა ვითარებამ ევროპაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მისივე განცხადებით ბალტიის პირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში აშკარად გრძნობენ სამხედრო საფრთხეს და ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში ჰყოფნის გაძლიერებაც ამიტომ გადაწყვიტა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×