რეზონანსი
09.03.2017

 საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ „რუსთავი 2"-ის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დგას ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის გვერდით, ვინაიდან მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

„აზრის გამოხატვის და მედიის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია. „რუსთავი-2"-ის შესახებ, ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ საელჩოების განცხადებები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, მესიჯი მკაფიოა: ჩვენ გვსურს გადავცეთ ის მესიჯი, რომ საქართველო დღეს განიხილება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში წარმატების საუკეთესო მაგალითად და დასანანი იქნება თუ საქართველოს იმიჯი დაზარალდება. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყანად, რომელიც ყოველდღიურად გააუმჯობესებს ამ სტატუსს", - განაცხადა პასკალ მენიემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×