რეზონანსი
09.03.2017

 ჰავაის შტატი გეგმავს, გაასაჩივროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ბრძანებულება, რომელიც გულისხმობს ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისა და ლტოვილებისთვის დაწესებულ დროებით აკრძალვას ამერიკაში ჩასვლაზე.

ჰავაის ხელისუფალთა განცხადებით, 8 მარტიდან ისინი დროებით შეაჩერებენ ტრამპის ბრძანებულების მოქმედებას.

პრეზიდენტის მიერ, 6 მარტს ხელმოწერილი ბრძანებულებით, შეჩერდა იემენის, ირანის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეთათვის 90 დღის განმავლობაში ახალი ვიზების გაცემა, თუმცა ბრძანებულებაში ხაზგასმულია, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე აქვთ ვიზები, შეუძლიათ ამერიკაში მოგზაურობა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×