რეზონანსი
09.03.2017

 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შევიდა, თუმცა მათ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ.

„საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შემოვიდა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით. პირველი - თუ რამდენად შეესაბამება ახლად შესაქმნელი სააგენტოს სტრუქტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორე - რამდენად გამართლებულია ის ტვირთი, რომელსაც კანონი აკისრებს კერძო ბიზნესს და კომპანიებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ კონსულტაციებს ყველა საპარლამენტო ფრაქციას იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ იმ სიახლეებზე, რომელსაც ეს კანონი გვთავაზობს და იმ საკითხებსა და კითხვებზე, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ამ კანონთან დაკავშირებით," - განაცხადა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×