რეზონანსი
10.03.2017

 ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის" სახელით, „ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 აშშ დოლარის გადახადა მოსთხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად მიტანას სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ელოდებოდა აღნიშნული ე.წ. „კანონიერი ქურდი", რომლის მეშვეობით ფულის ნაწილი ე.წ. „ქურდულ საერთოში" უნდა შესულიყო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×