რეზონანსი
10.03.2017

 საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" ყოფილმა დირექტორმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელევიზიის დირექტორის პოსტზე გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე არ უსაუბრიათ.

„ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ესე მოხდა, ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ეკლესიისთვის და დიდი შეცდომა. სინოდზე არ იყო საუბარი. მე უწმინდესს შევეკითხე და მან ვერ გამცა პასუხი. შესაბამისად, ველოდები, როდის შემატყობინებენ, ვინ მოვა და გადავაბარო სამუშო. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არც ვკითხულობ. არ მაინტერესებს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

გიორგი ანდრიაძე ამჟამად საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×