რეზონანსი
10.03.2017

 საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული უკრაინაში თემურ ნიშნიანიძე, უკრაინის პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. პროკურატურამ საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა.

პროკურატურის თანამშრომლებმა თეიმურაზ ნიშნიანიძეს განუცხადეს, რომ ის ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით. საქმე მისი თანამდებობაზე მუშაობის პერიდოს ეხება.

„ღამის 2 საათზე საპატრულო პოლიციამ შემაჩერა, ვითომდა დავარღვიე საგზაო მოძრაობა. როგორც კი მანქანიდან გადმოვედი გადაკეტეს გზა და მითხრეს რაღაც ჩემთვის უცნობ საქმეზე მედება ბრალი"-განაცხადა ინტერვიუში თემურ ნიშნიანიძემ

ყოფილი გენერალური კონსული გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. თეიმურაზ ნიშნიანიძე პროკურატურაში დღეს არის დაბარებული და დღესვეა ჩანიშნული სასამართლო პროცესი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×