რეზონანსი
10.03.2017

 მთავრობის ადმინისტრაციას უკრაინაში, პოლონეთში, რუმინეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და მალაიზიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩების კანდიდატურები წარუდგინა.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სუამში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად წარდგენილია გელა დუმბაძის კანდიდატურა.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილია ილია დარჩიაშვილის კანდიდატურა.

რუმინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად წარდგენილია ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც 2011 წლიდან გახლავთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წარდგენილია დავით სოლომონიას კანდიდატურა.

ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილია გიორგი დოლიძის კანდიდატურა. ხოლო მალაიზიის ფედერაციაში-ნიკოლოზ აფხაზავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×