რეზონანსი
10.03.2017

 ადვოკატის ინფორმაციით, მას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გიორგი მამალაძის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში 13 მარტს, 10:00 საათიდან განახლდება. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დაკითხვის განახლებაზე თანხმობა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროკურატურამ მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო.

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩხრეკისას პროკურატურამ 4500 ევრო და 500 დოლარი ამოიღო.

„პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებში არის ასეთი საუბარი - ხვალ თუ ფულს მომცემ, ხელი ხელში იქნება ეს ციანიდი მოცემული. თუ ადამიანს რამის შეძენა ეჩქარება და მას დიდი ოდენობით ფული აღმოაჩნდა დაკავებისას, კერძოდ, 4500 ევრო და 500 დოლარი, რა პრობლემა ექნებოდა თუ აპირებდა შესყიდვას და გერმანიაში წაღებას? - ეს ფული პროკურატურამ ამოიღო და დალუქა მტკიცებულების სახით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×