რეზონანსი
10.03.2017

 ჩაქვიდან და ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესს „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ. ისინი დღეს, დაბა ჩაქვში იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც ორი ასწლოვანი ხე უკვე მზადაა გურიაში გადასატანად.

ხეების გადატანის პროცესის გაპროტესტების გარდა, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმ ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც აღნიშნული ტერიტორია ნაყიდი აქვს კომპანია „სისაიდს". მათივე ინფორმაციით, ამ კომპანიის უკან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი დგას, რომელსაც ჩაქვში აღნიშნული ტერიტორია რამდენიმე თვის წინ, უპირობო აუქციონით გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×