რეზონანსი
10.03.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფი კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში ყველა უნდა მონაწილეობდეს.

"ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის გაერთიანების, განმტკიცების, კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობა.

მაგრამ როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი? ალბათ არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ალბათ ისე არა, როდესაც დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი. იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში,"-განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×