რეზონანსი
10.03.2017

 საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებელი გზების მოსაძიებლად ქართული მხარე ყველა მიმართულებით მუშაობს. ჯანელიძის თქმით, პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩო და საქართველოს წარმომადგენლობა გაეროში.

გავრცელებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. სწორედ, ერთ-ერთს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული, რომელიც ტყვედ აიყვანეს. მის გასათავისუფლებლად მილიონ დოლარს ითხოვენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×