რეზონანსი
11.03.2017

 „სახალხო კრების" დეპუტატებს 12 მარტს აირჩევენ. გალში ხმის მიცემის უფლება 285 ადამიანს აქვს, მაშინ როდესაც რაიონში 50 ათასამდე მაცხოვრებელია. ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩევლებმა აფხაზური პასპორტები 2014 წელს აიღეს.

ე.წ. არჩევნებისათვის ერთდერთი საარჩევნო უბანი გალის ცენტრში იქნება განთავსებული და ხმის მისაცემად მისვლა სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებს სწორედ აქ მოუწევთ.

როგორც მოსახლეობა „მოამბესთან" ინტერვიუში აცხადებს, გასულ წლებში, ე.წ. არჩევნების ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ და ენგურის ხიდს კეტავდნენ, თუმცა, წელს, მათ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ, შესაბამისად, უცნობია, დაიკეტება თუ არა გზა აღნიშნულ მონაკვეთზე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×