რეზონანსი
11.03.2017

 საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაციაში გატარების პროცესი წარდგენილი დოკუმენტაციის კანონთან შეუსაბამობის გამო შეაჩერა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის პირობებს და დაინტერესებულ პირს 30-დღიანი ვადა ეძლევა, რათა დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

„ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველო საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამოწმებული უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით", - აღნიშნულია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×