რეზონანსი
11.03.2017

 თბილისში, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში 4 წლის ბავშვი მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, მშობლებმა ბავშვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩამოყვანა დააგვიანეს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძის თქმით, 4 წლის ბიჭი ბათუმის „დედათა და ბავშვთა" ცენტრში 8 მარტს მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

„ექიმმა კონსულტაციის დროს საჭიროდ ჩათვალა, რომ ბავშვს საგანგაშო ნორმები არ ჰქონდა და გაუშვა სახლში. დაახლოები 7 საათის შემდეგ, დაეწყო გამონაყარი და ბათუმის "დედათა და ბავშვთა" ცენტრში ისევ გადაიყვანეს, საიდანც უკვე რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს,"-განაცხადა ნიჟარაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×