„რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად გამართულ აქცია-კონცერტზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სიტყვით გამოვიდა. გვარამიამ მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და კონკრეტული მოსამართლეების გადადგომა მოითხოვა.
„ვზეიმობთ ძალიან დიდ გამარჯვებას, ომი დამთავრებული არ არის, ჩვენი ომი უთანასწოროა, ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის დამსახურება," - განაცხადა ნიკა გვარაიამ და ასევე დაამატა, რომ „ევროპა წამოვიდა ჩვენკენ".
ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლოს უნდა ჩამოშორდნენ: ნინო გვენეტაძე, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი, ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი.