რეზონანსი
11.03.2017

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეები გაანადგურებენ ნიდერლანდების ანტითურქულ გეგმებს. მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მთავრობის მიერ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის როტერდამში შეშვების ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილებას უკუეფექტი ექნება.

„16 აპრილის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შემდეგ თურქეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. ანკარას შეუძლია მოთმინება. ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში. ვგულისხმობ დიპლომატების თვითმფრინავებს", - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×