პრემიერმინისტრი ბათუმში აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყოფითი შემთხვევა დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა სიტუაციის ესკალაციისთვის გამოიყენეს.
„აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკველის შერყევასაც კი, შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს, ძალადობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომლებიც ჩვენი მითითებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მინიმალური რეაგირების რეჟიმში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, „სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და დაიცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდ გარემოში. მინდა საგანგებოდ მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ".