ბათუმში აჭარის პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი, უფლებადამცველი მერაბ ღოღობერიძე „კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლები საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ მან დაიწყო. მერაბ ღოღობერიძე ჯერ არ დაუკითხავთ. ის აცხადებს, რომ მზად არის გასცეს პასუხი ყველა კითხვას.
„ის რაც მოხდა, ეს უკვე მათი დანაშაულია. იმდენად აგრესიულები იყვნენ, მე როგორც უფლებადამცველი, არ შემეძლო ეს გამეკეთებინა, მაგრამ საზოგადოების თვალწინ მოხდა ადამიანების ცემა და ეს იყო პიკი" , - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.
აქციის ორგანიზატორის თქმით, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.
„ხელისუფლებას უნდა მოეხდინა დროული რეაგირება. თუ არსებობს ისეთი ფაქტები, რომ დაგეგმილი იყო, რა თქმა უნდა, როგორც მე, ისე სხვას უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი. მე მზად ვარ გავცე კითხვებზე პასუხი" , - განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.
მერაბ ღოღობერიძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქციას, „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე აანონსებდა.