რეზონანსი
12.03.2017

 „ქართული ოცნება" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ბათუმში მიმდინარე პროცესების განვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

„ვგმობთ 11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას. მთავრობა არსებულ ვითარებას მიუდგა მაღალი პასუხისმგებლობით, გამოიყენა პროპორციული ზომა, პოლიციამ რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა და აღადგინა საზოგადოებრივი წესრიგი" , - ნათქვამია მმართველი გუნდის განცხადებაში.

„ქართული ოცნების" განცხადების მიხედვით, მოძალადეთა ჯგუფი დაკავებულია, სამართალდამცავები მუშაობას აგრძელებენ და პროცესში ჩართული ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის" რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება" , - წერია ხელისუფლების განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×