რეზონანსი
12.03.2017

 საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ბათუმის მოვლენებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. ომბუდსმენის განცხადებით, გუშინ ბათუმში გამართული აქცია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გასცდა და შესაძლოა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო. ხელისუფლების ვალდებულებაა,რომ სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა" , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×