რეზონანსი
12.03.2017

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საკვირაო ქადაგებაში 11 და 12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Ipress"-ი ავრცელებს.

„ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში, მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვართ,რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ეს ხდება. სამწუხაოა ის, რომ ეს არაა სიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სახლში, გონებაში, შვილებში, შვილებს უნდა ვაჩვენოთ მაგალითი სიმშვიდისა" , - თქვა ილია მეორემ ქადაგებისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×