რეზონანსი
13.03.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ გოგიას ინფორმაციით, დღეს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პირველადი შედეგები ხმების დათვლისთანავე გამოცხადდება. ამის შესახებ სააგენტო „Апсныпресс"-ი წერს.

გოგიას თქმით, ე.წ. არჩევნებში „ამომრჩეველთა" აქტოვობამ 25%-ს გადააჭარბა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი ოფიციალური საჩივარი შევიდა, რომელიც გადასატან ყუთს ეხებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატის მანდატი ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა მოიპოვა. საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობაში ყოფილი პრემიერი, ლეონიდ ლაკერბაიაც შევა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×