რეზონანსი
13.03.2017

 სამართალდამცველებმა გარდაბნში 1995 წელს დაბადებული ე.მ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ჰ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, „ტტ"-ს და მაკაროვის სისტემის პისტოლეტები, ასევე 15 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×