რეზონანსი
13.03.2017

 საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, ე.წ ციანიდის საქმეში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს ასახელებს.

ედიშერ ქარჩავა არ აკონკრეტებს საიდან აქვს ეს ინფორმაცია. კითხვაზე, დაკითხულია თუ არა ყველა ის პირი, ვინც კათოლიკოს-პატრიარქს გერმანიაში ახლდა, ედიშერ ქარჩავა პასუხობს, რომ მას ყველას დაკითხვაზე ინფორმაცია არ აქვს.

„ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც დეკანოზ გიორგის ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ" , - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის განცხადებას სოსო ოხანაშვილი გამოეხმაურა. მისი თქით, ედიშერ ქარჩავას განცხადება მისთვის არასერიოზულია და პასუხის გაცემას არ აპირებს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით მე აღარ ვსაუბრობ. არ გავცნობივარ მის ინტერვიუს, ის არ წარმოადგენს ჩემთვის ავტორიტეტს. თქვა და რა ვქნა, გამოვეკიდო?" , - განაცხადა პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა „იმედის" პირდაპირ ეთერში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×