რეზონანსი
13.03.2017

 გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად,კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციას, როგორც თავისუფალი მოქალაქეების საერთო თანხმობის დოკუმენტს, ხელს ყველა მოქალაქე უნდა აწერდეს.

„როცა გაჩნდა კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივა, მე ვთქვი, რომ უნდა შევქმნათ ახალი ტრადიცია, ვკითხოთ საზოგადოებას. საქართველოში კონსტიტუცია არაერთხელ გადასინჯულა და ეს გადასინჯვები იყო დახურულ კარს მიღმა, ერთი რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. ისტორიულად, რამდენჯერაც დახურულ კარს მიღმა გადაიხედა კონსტიტუცია, მერე არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოდგომია შედეგები" , - განაცხადა პრეზიდენტმა.

კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" პრეზენტაცია პრეზიდენტის სასახლეში 10 მარტს გაიმართა. შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. უმრავლესობის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი არაკორექტული განცხადებების გაკეთების ნაცვლად, კომისიის მუშაობაში თავიდანვე უნდა ჩართულიყო.

„კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც საერთო სახალხო განხილვებს დაიწყებს. ამ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს მოქალაქეები" , - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×