რეზონანსი
13.03.2017

 ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე თურქეთისთვის ბოდიშის მოხდას გამორიცხავს და იმედი აქვს, რომ თურქეთთან დიპლომატიური დაძაბულობა დარეგულირდება. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა „wnl"-ი ავრცელებს.

„გამორიცხულია ბოდიშის მოხდა. პირიქით, მათ უნდა მოიხადონ ბოდიში იმაზე, რაც თქვეს", - განაცხადა მარკ რუტემ.

ჰოლანდიურ და თურქულ მხარეებს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდია ნაცისტებს შეადარა.

„ეს ქვეყანა, როგორც გუშინ როტერდამის მერმა აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ იბომბებოდა. სრულიად მიუღებელია ასეთ ჭრილში საუბარი" , - განაცხადა ჰოლანდიის პრემიერმა.

11 მარტს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, როტერდამში შესვლის ნებართვა გაუუქმა, შემდეგ კი ქვეყნიდან თურქეთის ოჯახის საქმეების მინისტრი გააძევა.

დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჰოლანდიას ბანანის რესპუბლიკა უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ამსტერდამი ქვეყნიდან თურქი მინისტრების გაძევების გამო საფასურს გადაიხდის.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×