თურქეთის პრეზიდენტი ჰოლანდიას „ბანანის რესპუბლიკას" უწოდებს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, როტერდამიდან თურქი მინისტრების გაძევების გამო,ჰოლანდიის მიმართ სანქციები დააწესონ.
„ევროპამ რამე შეიცხადა? არა. რატომ? იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს არ კბენენ. ნიდერლანდები „ბანანის რესპუბლიკასავით" იქცევა" , - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის მეთაურმა კოჯეალის პროვინციაში სიტყვით გამოსვლისას.
საქმე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, აჰმედ ჩავუშოღლუსა და ოჯახის საქმეთა და სოციალური პოლიტიკის მინისტრს, ფატმა ბეტიულ საია კაიას ეხება. ჰოლანდიის ხელისუფლებამ მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, როცა ისინი დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფედენდუმის საკითხზე, ნიდერლანდებში მცხოვრებ თურქებთან შეხვედრას აპირებდნენ.
ოფიციალურმა ანკარამ მომხდარის გამო ამსტერდამისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. თურქ პოლიტიკოსებს თურქულ დიასპორასთან შეხვედრაზე უარი ჰოლანდიის მსგავსად, გერმანიამ, ავსტრიამ და შვედეთმაც უთხრეს.