რეზონანსი
13.03.2017

 აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს შესაძლოა ზაფხულში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, „Azernews"-ი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი, ტრამპის თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოსვლის შემდეგ, პირველად 28 იანვარს გაიმართა.

„თუ უფრო ადრე არა, ივლისის დასაწყისში, ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს და ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება" , - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

როგორც „Azernews"-ი წერს, ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებისას გაჩნდა ეჭვი,რომ აშშ რუსეთს სანქციებს მოუხსნიდა. პუტინის პრესმდივნის თქმით, ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

„ჩვენ არ ვიცით როდის შეიძლება ამ საკითხზე დიალოგი დაიწყოს" , - განაცხადა პესკოვმა.

დიდი ოცეულის სამიტი ჰამბურგში, 7-8 ივლისს გაიმართება. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×