რეზონანსი
13.03.2017

 საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკური კულტურა შორს არის ვანდალიზმისგან, ამიტომ ვინც ამ პროცესებში მონაწილეობდა, ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა თელავში, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია"-ს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება საქართველოში, რომ ძალადობით, ვანდალიზმით ესაუბროს თავის თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს. ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უკლებლივ ყველა უნდა იყოს აღმოჩენილი, დაკავებული და სასჯელი უნდა იყოს სამაგალითო. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×