რეზონანსი
13.03.2017

 ბათუმში 11-12 მარტის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ზარალი დაახლოებით 150 000 ლარს აღწევს.

ჯერ უცნობია, აუნაზღაურებენ თუ არა ზარალს იმ მოქალაქეებს, რომელთა მსუბუქი მანქანები და შენობების ფანჯრები განვითარებული მოვლენების დროს დაზიანდა.ერმაკოვის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მერია აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვს.

„ყველაზე დიდი ზარალი ძვირადღირებული შუქნიშნების გამოა. ამ შუქნიშნების მოსაწესრიგებლად ზარალი 120 ათას ლარამდეა. მთლიანად ჩვენი რესურსით ჩავატარეთ ტროტუარების აღდგენითი სამუშაოები" , - განაცხადა ბათუმის მერმა.

ბათუმში ვითარება 11 მარტს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქციაზე შეკრებილები დაკავებული პირების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ.

აჭარის პოლიციის სამმართველოს წინ აქციაზე მოგვიანებით სპეცრაზმი გამოჩნდა. მას აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს და უკან, ეზოში შეაბრუნეს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა დაშლა შაშხანებით და ცრემლსადენი გაზით დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×