რეზონანსი
13.03.2017

 „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიაზე კონტროლის ასაღებად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. ამის საფუძველი კი საკუთრების საკონსტიტუციო უფლების შეზღუდვა გახდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო „On.ge" ავრცელებს. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დავის ამ მიმართულებით გაგძელებას არ გამორიცხავს.

„იურისტები ვფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ შემთხვევაში ისე, რომ საკუთრების უფლებაც დაცული იყოს და გამოხატვის თავისუფლებაც. გვაქვს ამაზე ფიქრის უფლება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს მოხდება რამე ან ხვალ" , - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×