რეზონანსი
14.03.2017

 ფინანსურმა პოლიციამ უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. კანონმდებლობით, თამბაქოს ნაწარმისთვის აქციზური მარკის დართვა სავალდებულოა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმი უაქციზოდ გაასაღა. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, პოლიციამ უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ავტომანქანა, რომლითაც მას თამბაქოს ნაწარმი გადაჰქონდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 - დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×