რეზონანსი
14.03.2017

 მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა დასრულდა. შემდეგი პროცესი სასამართლოში გაიმართება. 8 საათიანი დაკითხვის შემდეგ, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ე.წ. მატროსოვის ციხე ღამით დატოვეს.

ადვოკატების მტკიცებით, დეკანოზმა ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა, მათ შორის ისაუბრა იმაზეც, თუ რაში დასჭირდა ბანკიდან 30 ათასი ლარის სესხის აღება. ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ დაკავებულს დამაჯერებელი პასუხი არცერთ კითხვაზე გაუცია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ, საქმის პოკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა,რომ ის ინფორმაცია, რასაც მათ გიორგი მამალაძე აწვდის, არის მისი უსუსური მცდელობა, დანაშაული სხვას გადააბრალოს და პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.

„ბრალდებულის ჩვენება მთლიანად აბსურდულია. იგი თავიდან ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი ციანიდის შეძენას მისი ახლობელი ოქრომჭედლისთვის ცდილობდა, შემდეგ განაცხადა, რომ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას. მან კიდევ ერთი ვერსია მოიფიქრა, ვითომ გავრცელებულ ჩანაწერებში ის ხუმრობდა" , - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×