რეზონანსი
14.03.2017

 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონის ახალი ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ ვერსიაზე გაცილებით უარესია.

„ბევრი არაფერი იცვლება, მაგრამ თუ იცვლება, ისიც უარესობისკენ. პრეზიდენტმა თავად მოუწოდა უმრავლესობას, რომ არ მიეღოთ ასეთ მოდელი და ვფიქრობთ, რომ მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნება თუ ვეტოს დაადებს" , - აცხადებს „IDFI"-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქცენტს იმ სააგენტოს დამოუკიდებლობაზე აკეთებენ, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს განახორციელებს. მათი თქმით, სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების ბაზაზე იქმნება, რაც ადასტურებს იმის, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მომავალშიც უხეშად დაირღვევა.

„კამპანია „ეს შენ გეხება" გეგმავს სარჩელით მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს" , - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×