რეზონანსი
14.03.2017

 ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა. განათლების მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს.

„ „კვირის პალიტრას" ინტერვიუ მივეცი და არასწორად იყო გამოტანილი. სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანცია, საქართველოში არის სასამართლოს სამი ინსტანცია და ის იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივ დავასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს" , - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×