რეზონანსი
14.03.2017

 დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ „Brexit"-ის სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას, „BBC" ავრცელებს. კანონპროექტი ძალაში დედოფლის თანხმობის შემდეგ, სავარაუდოდ დღეიდან შევა. ამის შემდეგ კი პრემიერი ტერეზა მეი ევროკავშირთან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

რაც შეეხება „Brexit"-ის შემდეგ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების შენარჩუნებას, ლორდთა პალატამ აღნიშნული შესწორება ხმათა უმრავლესობით, 274 ხმით 135-ის წინააღდეგ, არ მიიღო.

ბრიტანეთის მთავრობა „Brexit"-ის ამოქმედების ზუსტ ვადებს არ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ ეს მარტის ბოლომდე მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×