რეზონანსი
14.03.2017

 ბელგიის ხელისუფლებამ, ქალაქ ანტვერპენში თურქი ნაციონალისტების აქციები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა „the Daily Sabah" ავრცელებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთის ოპოზიციურმა პარტიამ თურქეთში დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ აქციის გამართვის თაობაზე, ქალაქის ხელმძღვანელობას აცნობა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ორგანიზატორებმა შეიტყვეს, რომ მიტინგები გაუქმდა.

ქალაქ ბარტ-დე-ვებერის მერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ბელგიის ხელისუფლება ერდოღანის მხარდამჭერ აქციებს გამუდმებით კრძალავს.

თურქი პოლიტიკოსები, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც თურქეთის მოქალაქეები ცხოვრობენ, მიტინგების სერიის მოწყობას გეგმავდნენ. მათ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული რეფერენდუმის წინ, ემიგრანტი თურქების მხარდაჭერის მოპოვება სურდათ.

ბელგიამდე, ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებების მოწყობაზე უარი გერმანიის, ავსტრიის და ნიდერლანდების მთავრობებმა თქვეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×