რეზონანსი
14.03.2017

 ჯეიმს აპატურაი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. არჩევნების ჩატარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნატო მის ლეგიტიმურობას არ ცნობს. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

„ნატო არ აღიარებს 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას" - აღნიშნულია აპატურაის განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს გაიმართა. როგორც არჩევნების შედეგების შეჯამებისას გახდა ცნობილი, დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22 ოლქში ჩატარდება. პირველ ტურში მხოლოდ 12 დეპუტატი აირჩიეს. მეორე ტური 26 მარტს ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×