რეზონანსი
15.03.2017

 რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული თანამშრომლები საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავენ.ადვოკატებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა, შესაბამისი სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს. 50-ზე მეტი გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღდგენას და შრომითი ანაზღაურებას გადახდას ითხოვს.

„რუსთავის აზოტიდან" ქარხნის ახალმა ხელმძღვანელობამ 350 თანამშრომელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაითხოვა. ისინი სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნით, რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

საწარმოს ხელმძღვანელობამ გათავისუფლებულ მუშებს კომპენსაცია შესთავაზა. მათი ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილმა კი საპროტესტო გამოსვლები განაგრძო და მათი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ „რუსთავის აზოტის" ახალმა მენეჯმენტმა პროფკავშირებთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×