რეზონანსი
15.03.2017

 საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ფრანსუა ფიიონს, სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პრეზიდენტობის კანდიდატი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან საკუთარი ცოლი და შვილები პარლამენტში ფიქტიურად დაასაქმა.

გამოძიება ადგენს რეალურად ასრულებდნენ თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრები სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ და რატომ ირიცხებოდა მათი ხელფასის ნაწილი ფრანსუა ფიიონის პირად ანგარიშზე.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ფინანსურ სკანდალში გაეხვა. როგორც უცხოური მედია წერს, გაირკვა, რომ ფიიონმა მეგობრისგან 13 ათასი დოლარის ღირებულების ორი კოსტიუმი მიიღო იმ დროს, როდესაც საფრანგეთის კანონმდებლობით, კანდიდატისთვის 4 ათას 600 ევროზე მეტის შეწირვა იკრძალება.

საფრანგეთის პროკურატურამ ფრანსუა ფიიონის ოჯახის ფინანსური მაქინაციების შესახებ გამოძიება 25 თებერვალს დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის წევრებს ბრალად საბიუჯეტო სახსრების მითვისება, საზოგადოებრივი ქონებისა და გავლენის არამიზნობრივი გამოყენება ედებათ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×